მღებრიშვილი: არჩევნების დღეს ქართული პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრი აფრთხილებს ქვეყნის მოსახლეობას, რომ 8 ოქტომბერს ქვეყანაში პოლიციელების რაოდენობა რამდენჯერმე იქნება გაზრდილი.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დღეს, დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, მთელ საქართველოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზრდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწესრიგობას გეგმავს.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: პოლიცია არჩევნებზე დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა ქუჩებში გაიზრდება, და ეს შესამჩნევი იქნება, მაგრამ არა საარჩევნო უბნებზე ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, უფრო აქტიურ პატრულირებას განვახორციელებთ. რეაქცია მკაცრი იქნება. პირადად მე და შსს-ს მთელი პირადი შემადგენლობა დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობას არ დავუშვებთ“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სექტემბრის დასაწყისში შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად პოლიციელების სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ პროვოკაციულ ინიციატივას აღკვეთენ.

ამჟამად შს სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების დღეს პროვოკაციების აღკვეთისთვის ფართო უფლებამოსილებები აქვთ. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ამ დღეს პოლიციელთა ჯგუფებს, აუცილებლობის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე შესვლისა და კანონდარღვევის აღკვეთის უფლება აქვთ.

არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0