სად გადის ზღვარი პოპულიზმსა და პრაგმატიზმს შორის პარტიების დაპირებებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ეკონომიკური პროგრამებით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, თუ სად გადის ზღვარი პოპულისტურ და პრაგმატულ ეკონომიკურ დაპირებებს შორის.

როგორც ანალიტიკოსმა Sputnik-თან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ეკონომიკური პროგრამა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „გირჩს“ აქვს გამოქვეყნებული. სხვა პარტიების ძირითადი მესიჯების ანალიზი კი მათი ლიდერების საჯარო გამოსვლების საფუძველზე მოხდა. 

ანდრია გვიდიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის თანახმად, მათი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის აღნიშნული დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაპირება ნერბისმიერი მოქალაქისთვის მისასალმებელია, თუმცა რამდენად რეალურია და შეძლებს თუ არა ენმ-ს ეკონომიკური გუნდი ამის განხორციელებას ეს უკვე სხვა საკითხია.

არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის შანსები თანაბარია

 ინფორმაციისთვის, 2015 წლისათვის საქართველოში 241 ათასი უმუშევარი გვყავს. ენმ-ს პროგრამით 2017 წელს 45, ხოლო მომდევნო 3 წელიწადში კიდევ 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უხეში გათვლებით უმუშევართა რაოდენობის 241-დან 106 ათასამდე შემცირებას ნიშნავს. ანუ, უმუშევრობა მომდევნო 4 წელიწადში 56%-ით შემცირდება და თუ 2015 წელს ის იყო 12%, ენმ-ს გათვლებით, 2020 წელს 5%-მდე შემცირდება, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, საოცნებო მაჩვენებელია.

რაც შეეხება გადასახადების კლებას, აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15%-მდე, საბიუჯეტო შემოსავლების 500 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამას თუ დავუმატებთ, 25%-ით აქციზის გადასახადის შემცირებას ნავთობპროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე გადასახადის გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე, ბიუჯეტის შემოსავლები კიდევ დაახლოებით, 1 მილიარდი ლარით შემცირდება. გადახასადების შემცირება რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ამის პარალელურად, დიდი მოცულობის სოციალური დაპირებების გაცემა, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია. ანუ, ორივე ერთად, გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სოციალური ხარჯების გაზრდა წარმოუდგენელია. თუნდაც მხოლოდ პენსიის გაზრდა 50 ლარით დაახლოებით, 450 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯია, ამასთან, სოციალურად დაუცვლეთათვის დახმარებების ზრდა კიდევ მეტ ხარჯს ნიშნავს. შესაბამისად, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
უმუშევრობის დონე საქართველოში 12%-მდე შემცირდა

„გირჩის“ პროგრამაში,  აღნიშნულია საკმაოდ პოპულისტური „სანდო ფულის“ დაპირება, სადაც მითითებულია, რომ მოხდება ეგრეთწოდებული ფიქსირებული კურსის შემოღება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში, ფერხდება ეფექტური და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმპორტის და ექსპორტის ურთიერთობებს ბევრ ქვეყანასთან ახორციელებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ვალუტები და გაცვლითი კურსის რეჟიმები. შესაბამისად, ლარის კურსის დოლარზე მიბმა გამოიწვევს მის ფიქსირებას ერთი ვალუტის მიმართ და დარჩება ცვალებადი სხვა ვალუტების მიმართ. აქედან გამომდინარე ლარის კურსის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

გირჩი - Sputnik საქართველო
არჩევნებში „გირჩის“ გარეშე მონაწილეობის მისაღებად ბურჭულაძის ბლოკმა ცესკოს მიმართა

„ლეიბორისტული პარტიის“ პროგრამა გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, ცნობილია მათი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი მესიჯები, რომლებიც კონკრეტული ეკონომიკური გათვლებისგან საკმაოდ შორს დგას. მაგალითდ, „მშრომელთა პარტიაში“ ამბობენ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და პენსიაზე გასვლა 55 წლის ქალებს და 60 წლის კაცებს უნდა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ასეთი დაპირება ერთმნიშვნელოვნად, გაუაზრებელია, რამდენადაც საპენსიო ასაკის დაწევა, რასაკვირველია, ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება. გარდა ამისა, სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით გაჟღერდა, რომ პენსიონერი მიიღებს მე-13 პენსიას დაბადების დღეზე. აღნიშნული დაპირების პოპულისტურ საფუძვლებს ერთი მხრივ, უკვე მოცემული არგუმენტი ადასტურებს ხოლო მეორე მხრივ, უბრალოდ კომიკურად ჟღერს. გარდა ამისა, „მშრომელები“ ყოველ 80 წელ გადაცილებულ პენსიონერს, 100 ლარიან დანამატს პირდება და 100 წელს მიღწეულ პენსიონერ ამომრჩეველს 2000 ლარიანი პენსით აწონებს თავს. აღნიშნული დაპირების რეალურობა ამომრჩევლების შესაფასებელია.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ლეიბორისტები არჩევნების ჩატარების თარიღით უკმაყოფილო არიან

„პატრიტთა ალიანსი“ ამომრჩეველს პირდება, რომ საბჭოთა ანაბრების დასაბრუნებლად შეიქმენება 10 წლიანი გრაფიკი. ეს დაპირება წინასაარჩევნოდ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ასეთი დაპირების საბჭოთა მეანაბრეების უმრავლესობას უკვე აღარ სჯერა. რამდენადაც, ერთი მხრივ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ძალიან დიდ ფისკალურ რესურსებს მოითხოვს, ხოლო მეორე მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოთა ანაბრების დაბრუნების კონკრეტული სამართლებრივი გზები.

გადასახადების ნაწილში „პატრიოტები“ ამბობენ, რომ საქმიანობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, მეწარმე მხოლოდ ერთ გადასახადს უნდა იხდიდეს,  არ უნდა იყოს სავალდებულო სალარო აპარატის ფლობა, წვრილ მეწარმეებს საერთოდ არ უნდა უწევდეთ დოკუმენტაციის წარმოდგენა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის „საგადასახადო ოაზისი“ თავიდან ბოლომდე თავდაყირა აყენებს არსებულ საგადასახადო მოდელს და საერთოდ არ შეესაბამება საგადასახადო სისტემების თანამედროვე სტანდარტებს.

კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა

იპოთეკარების პრობლემის მოგვარებას პარტია, ბიჯეტიდან, გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემით აპირებს. რა თქმა უნდა, ეს თემა და ზოგადად, უპროცენტო სესხი პოპულიზმის მთავარი საშუალებაა. გარდა ამისა, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, „პატრიტთა ალიანსი“ კერძო ფასიანი საავადმყოფოებთან ერთად, უფასო საავადმყოფებს გვპირდება. რასაკვირველია, სახელმწიფოს მხრიდან, ნებისმიერი „უფასო ბიზნესის“ კეთება პირდაპირ „ურტყამს” კერძო ბიზნესს და, რა თქმა უნდა, ამ პირობებში წარმოუდგენელია კერძო სექტორის განვითარება.

„თავისუფალი დემოკრატების“ დაპირებების ეკონომიკური ნაწილი, ერთი შეხედვით, უტოპიურად გამოიყურება. მაგალითად, არ გაჟღერებულა ბიუჯეტის ოთხ მილიარდიანი ზრდის კონკრეტული გეგმა. ასევე, მიუღებელია მათი დაპირება მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. დღეს შრომის ბაზარზე ხელფასები წესდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის მკაცრად დადგენილი ფორმა, გამოიწვევს შრომის ანაზღაურების დიდი ნაწილის ჩრდილში გადანაცვლებას და ეს საკითხი გახდება სხვა კანონდარღვევის საფუძველი.

რაც შეეხება მმართველ ძალის დაპირებებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა არ არის მოცემული, რადგან  ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0