საყვარელიძე: პარტიების მხრიდან განსაკუთრებულ PR-ს ვერ ვხედავ

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში პოლიტიკოსების აქტივობები მოქმედებს, თუ ამ აქტივობას განსაკუთრებულობის ეფექტი ახლავს, თვლის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკური პარტიების უმეტესობას PR-კამპანიის საწარმოებლად ფინანსები არ ჰყოფნის, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. 

„დედაქალაქის ქუჩებში ძალიან ცოტა სარეკლამო ბანერია და ისიც „ქართული ოცნების“ წარწერებით. სხვა პარტიებს ჯერჯერობით ფინანსურად არა აქვთ ამის შესაძლებლობა. ალბათ ბოლო მომენტში გამოჩნდება მათი ბანერები და ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, რადგან საქართველოში ამომრჩეველს ბევრი პარტიის არსებობაც კი არ ახსოვს“, – განუცხადა საყვარელიძემ Sputnik-ს.

პოლიტოლოგის აზრით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან თითქმის არ ხდება ისეთი მოვლენების შექმნაც, რაც მათ მასმედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევს. 

ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: კანონი და მედია

„ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საკამოდ კარგად გრძნობდა რეიტინგებზე ზემოქმედების ამა თუ იმ ხერხს და ის სტუდიაში კი არ იჯდა, არამედ მიდიოდა და ჩხუბობდა აჭარაში, წყნეთში, სახურავებზე დარბოდა და ა.შ., ანუ მოვლენებს ქმნიდა. მასმედია კი მას დასდევდა და იღებდა, როგორც ამ მოვლენების მთავარ მოქმედ პირს. შედეგად, შეიქმნა მისი რეიტინგი“, — გაიხსენა საყვარელიძემ. 

მისი თქმით, ამომრჩეველი ყურადღებას თვალშისაცემ მომენტებს აქცევს, დღეს კი პოლიტიკური პარტიების ლიდერების ქმედებებში მსგავსი არაფერი ხდება. მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაა ის მოვლენა, სადაც პარტია ჩანს, და კიდევ სატელევიზიო ინტერვიუები, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ამომრჩეველზე ვერ ახდენს, თუ სკანდალის შემცველი არ არის.

„მე არ ვიტყვი, რომ ეს ამომრჩევლის კარგი თვისებაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში ასეა და ამ მხრივ ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. რასაც ინტერვიუში ამბობს პოლიტიკოსი, ამომრჩევლების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. აქ თვალშისაცემი თითქმის არაფერია და საკმაოდ პასიურად მიდის ამ მხრივ პროცესი“, – მიაჩნია საყვარელიძეს.

ამ დროს რაიმე არაორდინალურის გაკეთებას ფული არც უნდა — "აქ სხვა რამის დეფიციტია". 

მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე: საარჩევნო კამპანია შავ პიარზე აიგება!

რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, ამ კვირაში გამოქვეყნებული, ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ 35,9%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 34,2%, მესამეზე — პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ – 9,8%. მას 5,4%-ით მოსდევს შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ და 4,5%-ით ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“. რეიტინგში შემდეგია ირმა ინაშვილის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,4%-ით და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 2,2%-ით. შემდეგ მოდიან „რესპუბლიკური პარტია“ (0,7%), „პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ (0,5%), „ახალი საქართველო — გიორგი ვაშაძე“ (0,5%).

რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია, რით არის განპირობებული ასეთი განსხვავება ივლისში გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგებსა და აგვისტოში GFK-ს მიერ მომზადებულ კვლევებს შორის. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარს მოსახლეობის 17%, ხოლო ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 13% უჭერდა. ოპერის მომღერლისა და მეცენატის პაატა ბურჭულაძის „მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის” ამომრჩეველთა 4% უჭერდა მხარს, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს“ – 3%, ხოლო სხვა პარტიებს ჯამში ასევე 3%.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა სიტუაცია ასე უცებ და რამ გამოიწვია თუნდაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გათანაბრება დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში. ასეთი რამ რომ მოხდეს, უნდა იყოს შესაბამისი ფაქტორი, მაგალითად, პოლიტიკური პარტიის განსაკუთრებული აქტივობა ან რაიმე ძლიერი სკანდალი. თუ რამემ მიიპყრო ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება, ეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენა იყო“, – აღნიშნა საყვარელიძემ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0