ხაინდრავას ფილმს სააკაშვილის მმართველობის შესახებ სექტემბერში აჩვენებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში „Heroკრატია“ რეალური გმირების ვინაობა დასახელებული არაა, მაყურებელი ადვილად მიხვდება, ვისზეა საუბარი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ პოლიტიკური სერიალის სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება, იუწყება გაზეთი „კვირის პალიტრა“ ფილმის რეჟისორზე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავაზე დაყრდნობით.

მრავალსერიანი „Heroკრატიის“ პრემიერა ტელეკომპანიების „იმედისა“ და GDS-ის ეთერში გაიმართება; ხოლო 27 და 28 აგვისტოს ფილმს მასმედიის წარმომადგენლებისა და კინემატოგრაფისტებისთვის აჩვენებენ.

„მთელი ფილმი — ესაა სასამართლო პროცესი, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში მიმდინარეობს და მსჯავრდებულთა სკამზე სხედან „გარკვეული ადამიანები“, თუმცა ამ ქვეყანაში მცხოვრები მაყურებელი, სამწუხაროდ, ადვილად ამოიცნობს როგორც საქართველოს, ისე დამნაშავეებს“, — განაცხადა ხაინდრავამ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბათუმში სააკაშვილისა და გიულენის ფიტულები დაწვეს

ესაა ფილმი-ეპოპეა, რომელმაც, პირველ რიგში, უნდა დააფიქროს საზოგადოება იმაზე, თუ როგორ დავუშვით ამდენი საშინელება, აღნიშნა რეჟისორმა.

„ვაჩვენებთ კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა”, — განაცხადა ხაინდრავამ.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0