თბილისში ამბასადორიალი დაიწყო

© Sputnik/ Levan Avlabreliამბასადორიალი
ამბასადორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თბილისში მომავალი წლის გეგმებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისში უცხოეთში არსებული ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ამბასადორიალი დაიწყო, რომელიც 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და დიპლომატები მომავალი წლის გეგმებზე იმსჯელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებენ

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნეს, რომლებმაც  შესავალ სიტყვებში საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვართ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი გამოთქვა იმედი, რომ საქრათველოს მოქალაქეები უახლოეს ხანში შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური“, — განაცხადა პრემიერმა.

ნატო - Sputnik საქართველო
ყოფნა–არყოფნა — პოლიტიკური ექსპერტები თურქეთის ნატოდან სავარაუდო გარიცხვის თაობაზე

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან პრაგმატული და გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობას, მიუხედავად იმ არსებული პრობლემებისა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ამ რეალობის შესაცვლელად სწორედ გრძელვადიანი, გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკაა საჭირო“, — დაამატა კვირიკაშვილმა.
საქართველოს დიპლომატიური მისიების შეხვედრა უკვე 15 წელია იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დროისათვის 127 დიპლომატიური მისი აქვს მთელ მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0