გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო სესიის საზაფხულო სესიაში და უმაღლეს დონეზე შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში 1 ივლისს ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში.

სესია საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიებას, რომელიც თბილისში 1–5 ივლისს ჩატარდება, 57 ქვეყნიდან 700-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. ისინი გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების სფეროში გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. 

თაბორის მთა - Sputnik საქართველო
რუსეთის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში დაუბრკოლებლივ ჩამოვლენ

ვიზიტის მსვლელობისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

გარდა ამისა, შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს გერმანელი ბიზნესმენებისთვის გამართულ მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ შტაინმაიერი ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0