რუსეთის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში დაუბრკოლებლივ ჩამოვლენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთაბორის მთა
თაბორის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ რუსი დეპუტატებისთვის თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის დაბრკოლებად არ იქცევა, რადგანაც საქართველო მიმღები მხარე არ არის.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ეუთო ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მიმღები მხარეა, შესაბამისად, მასში რუსეთს მონაწილეობის მიღება დაბრკოლების გარეშე შეუძლია, განუცხადა Sputnik-ს საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ.

იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ერთგვარი გარანტია გასცა, რომ თბილისში რუსეთის დელეგაციას პრობლემები არ შეექმნება, განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა. რუსული მხარე მანამდე შიშობდა, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, პრობლემები შეექმნებოდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამა

„ღონისძიება გეოგრაფიულად საქართველოში იმართება, მაგრამ საქართველო მიმღები ქვეყანა არაა; მიმღები ქვეყანა ეუთოა. რადგან ღონისძიება საქართველოში ტარდება, ჩვენ ვალდებული ვართ, საერთაშორისო ხასიათის ვალდებულება ავიღოთ. ეუთოში შემავალი ყველა ორგანიზაციისა და კონკრეტული ქვეყნისთვის შემოსვლა და გასვლა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ დონეზე იქნება“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება. სესია თბილისში 1–5 ივლისს ჩატარდება, რომელზეც  700–ზე მეტი დელეგატი 57 ქვეყნიდან იმსჯელებს გლობალური მიგრაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების საკითხებზე და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

მანამდე ამ მოვლენას უსუფაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება  უწოდა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა უკანონოა და ისჯება ან დიდი რაოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0