აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 27 ივნისს შედგება

© zlatapraha.netპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მიზნით.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 27 ივნისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. 

„პრაღაში 27 ივნისს დაგეგმილია მორიგი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აბაშიძეს შორის. ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყების წარმომადგენლები“, — იტყობინება სამინისტრო. 

კონსულტაციების მსვლელობისას დაგეგმილია ქართულ-რუსული ურთიერთობების ორმხრივი პრაქტიკული საკითხების განხილვა, განაცხადეს უწყებაში. 

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაზუსტების წინადადებით გამოდის

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0