ევროკომისარი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ვიზები ძალიან მალე გაუქმდება

© FB/МИД Грузииიოჰანეს ჰანი და მიხეილ ჯანელიძე
იოჰანეს ჰანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავენ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ევროკავშირის კომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

პოლიტიკოსებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.

ევროკავშირის საბჭოში დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავენ, განუცხადა ჟურნალისტებს უფრო ადრე საქართველოს მთავარმა დიპლომატმა. იქნება თუ არა ამ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ჯერჯერობით უცნობია.

ევროსაბჭოს დროშა - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ასოციირების შეთანხმება სრულად 1 ივლისიდან ამოქმედდება

პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ვიცით, რომ საქართველო ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია. იმედი გვაქვს, რომ სამშაბათს ევროდეპუტატები არსებითად განიხილავენ საკითხს, რადგანაც საქართველო ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა შეასრულა“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ევროკომისიამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ. ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას ზაფხულის დსაწყისში ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0