ცესკომ ზუგდიდის საკრებულოს არჩევნებში "ნაცმოძრაობის" გამარჯვება დაადასტურა

გამოწერა
ლაშხიამ ამომრჩევლის ხმათა 49,76%, ხოლო ლაგვილავამ - 48,96% მიიღო.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე ხმები ხელმეორედ დაითვალა — მცირე უპირატესობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ გაიმარჯვა.

ხმათა ხელახლა დათვლა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ მოითხოვა. მისი განცხადებით, ხმების დათვლის დროს საარჩევნო საუბნო კომისიის წევრები პარტიებისა და დამკვირვებლების ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ლაშხიამ ამომრჩევლის ხმათა 49,76%, ხოლო ლაგვილავამ — 48,96% მოიპოვა.

„ჩვენ ბიულეტენი ხელახლა დავითვალეთ. შეცდომა მხოლოდ ერთი იყო, ანუ ხელმოწერების რაოდენობა 881 იყო, ხოლო ბიულეტენების — 882. ეს მონაცემები გასწორდა. შედეგები იგივე დარჩა“, — განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

არჩევნების დღეს კორცხელის საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ნაცემი არიან ენმ-ის ლიდერები გიგა ბოკერია,  ნიკა მელია, თენგიზ გუნავა და სხვები.

გისოსები - Sputnik საქართველო
საარჩევნო უბანთან ჩხუბი, შესაძლოა, 4-წლიანი პატიმრობის ვადით დასჯადი გახდეს

კვირას, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს.

მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს, ხოლო შსს საქმის გამოძიებას შეუდგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაავალა, რომლითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. იუსტიციის სამინისტრომ შესამაბისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელსაც 27 მაისს დაგეგმილ  მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0