ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოს მაისში ეწვევა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომიტეტის საქმიანობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ „მარტში კომიტეტმა 2016-2019 წლებში საქართველოს დახმარების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა“.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი საქართველოს მაისის დასაწყისში ეწვევა.

კომიტეტის საქმიანობაზე სიტყვით გამოსვლისას მან მიუთითა, რომ „მარტში კომიტეტმა 2016-2019 წლებში საქართველოს დახმარების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა“.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გაცნობოთ, რომ მაისის დასაწყისში გენერალურ მდივან იაგლანდთან ერთად (ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი) საქართველოში გავემგზავრები“, — განაცხადა მიტოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0