„მრეწველები“ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდნენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგი თოფაძე
გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიები „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ემხრობიან.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მმართველი კოალიციის წევრი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ოპოზიციურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდეს, განაცხადა „მრეწველების“ ერთ–ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ.

გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: დეპუტატი თოფაძე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემაა

„მრეწველებისა“ და „პატრიოტების“ პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კუთხით.

„დღესდღეობით ვცდილობთ არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ…  პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ (დავით) თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც (ინაშვილი – რედ.)… ვნახოთ, პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ“, — განაცხადა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თოფაძის სიმპათიები „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც დეპუტატმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეც კი აღძრა ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მალევე დახურა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0