რესპუბლიკელი მინისტრები აგვისტოში გადადგებიან

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოს მთავრობაში სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრია: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მინისტრები „რესპუბლიკური პარტიიდან“ თანამდებობებს მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვებენ, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მინისტრი საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიულ სიაშია, მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „რესპუბლიკელები“ კანონის საფუძველზე მინისტრის თანამდებობებს დატოვებენ

„ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე… ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ, როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ», — განაცხადა სამნიძემ.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

დეპუტატები - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ამჟამად საქართველოს მთავრობაში სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრია: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, „რესპუბლიკელია“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო პარტიის ფრაქციაში 10 დეპუტატი ამ პარტიის წევრია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების ჩატარების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0