რუსეთის დელეგაცია თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას შეიძლება დაესწროს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დუმა
რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება გაამარტივებდა რუსი დეპუტატების დასწრებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთის დელეგაცია ზაფხულში ეუთოს საპარლამენტო ასაბლეაზე თბილისში ჩასვლის საკითხს განიხილავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება.

„ჩვენი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრებას ფიქრობენ, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი. ჩვენ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ ყველა პრობლემისგან იქნებიან დაცული, და უკეთესი იქნება, თუ ამ კანონს გააუქმებენ“, — განაცხადა კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გამოაცხადა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე შესვლა უკანონოა და ისჯება დიდი ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვას ქვეყნის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა, „რომელშიც ეუთოს 57 საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას“.

ყველა ახალი ამბავი
0