სანდრა რულოვსის სახელი ენმ-ისთვის კარგი პიარ-კამპანია იქნებოდა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის მეუღლე, შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-ის პარტიულ სიას ჩაუდგეს სათავეში, სარწმუნო რომ აღმოჩნდეს, ეს პარტიისთვის კარგი პიარ-კამპანია იქნებოდა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ჩაუდგეს სათავეში.

სანდრა რულოფსი - Sputnik საქართველო
რატიანმა სანდრა რულოვსის შესახებ ინფორმაციას ჭორი უწოდა

იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები საქართველოში, „Sputnik  აზერბაიჯანმა“ ქართველ ექსპერტებს მიმართა.

ენმ-ს თავის რიგებში სანდრა რულოვსის ხილვა სურს

რულოვსი შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ საარჩევნო სიაში მისი ნახვა ძალიან გაგვიხარდებოდა, განაცხადა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა.

მისი თქმით, ამის შესახებ ხმები დიდი ხნის წინ გავრცელდა, თუმცა სააკაშვილის მეუღლეს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ენმ-ის შიგნით ეს საუბარი არის და რულოვსის პარტიაში ხილვა ყველას სურს.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება, რადგანაც ახლა უკვე საარჩევნო სიასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, — განაცხადა მან.

სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ რულოვსი ჰოლანდიელია, მაგრამ თავისუფლად საუბრობს ქართულად, ასევე მეგრულად. ქართული საზოგადოება მას ძალიან კარგად იღებს. ის ახლა ინტენსიურად მუშაობს საქართველოში, ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ აცხადებს უარს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობაზე?

გამარჯვების შემთხვევაში რულოვსი სააკაშვილის პოლიტიკას რამდენად გააგრძელებს, Sputnik-ის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ დღეს არა მხოლოდ სანდრა, არამედ „ნაციონალების“ გუნდის ბევრი წევრი განაგრძობს ექსპრეზიდენტის დაწყებულ გზას.

სააკაშვილის მეუღლეს სცენარის მიხედვით თამაში არ სურს

ქართველი პოლიტოლოგის ზვიად მჭედლიშვილის განცხადებით, ამჟამად ენმ-ში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

მისი თქმით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სანდრა რულოვსი სამაგალითო და აქტიური მოქალაქეა, თუმცა ის, რომ სანდრა სიის პირველი ნომერი იქნება, სიმართლე არ არის.

„როგორც ჩანს, ასეთი გეგმები თავად ექს-პირველ ლედისაც არა აქვს, რამდენადაც დღეს მან განაცხადა, რომ თავისი ბუნებით რეჟისორია და არა მსახიობი, რომელიც სხვა ადამიანების მიერ დაწერილს სცენარს მიჰყვება“, — განაცხადა მან.

ამასთან, მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ აქამდე უცნობია, ვინ ჩაუდგება ქვეყნის ორ წამყვანი პოლიტიკური ძალის — „ქართული ოცნებისა“ და „ენმ-ის საარჩევნო სიებს სათავეში. მაგრამ ეს ინფორმაცია რომ სარწმუნო აღმოჩენილიყო, რულოვსის ჩართვა სიაში პარტიისთვის კარგი პიარ-კამპანია იქნებოდა.

ექსპერტის განცხადებით, რულოვსი საქართველოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ასე ვთქვათ, ექსპრეზიდენტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მასზე არ აისახება, აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0