თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საგარეჯოს რაიონში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" უწყებაზე დაყრდნობით.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" კუთხით.
მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. არჩევნები საგარეჯოში მცირე უპირატესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მოიგო.
თოფაძის განცხადება კოალიციის შიგნით სკანდალის მიზეზი გახდა. მმართველი კოალიციის წევრებმა, მათ შორის „რესპუბლიკელებმა“ რომელთა შემადგენლობაშია თინა ხიდაშელი, თოფაძე ამ განცხადების გამო გაკიცხეს და მათ აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.