აბაშიძე: საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ჯერ არ აპირებს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა აბაშიძემ.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განუცხადა Sputnik–ის კორესპონდენტს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პარასკევს, 25 დეკემბერს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 24 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზადაა და დასძინა, რომ თბილისი ამისთვის პირობას აყენებს – მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გააუქმოს.

"ჩვენი ოფიციალური პოზიცია ასეთია. ის ახალი არ არის. სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება. თუმცა, თუ ამ თვალსაზრისით (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) მნიშვნელოვან პროგრესს შევნიშნავთ, ძლიერ წინსვლას, მაშინ რაღაც ეტაპზე გამორიცხული არ არის, რომ ეს საკითხი განხილული იყოს“, – განაცხადა აბაშიძემ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არანაირ დათმობაზე არ წავა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.


ყველა ახალი ამბავი
0