საქართველოს პრემიერმა ოპონენტები და მედია გააკრიტიკა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა საგარეჯოელებთან შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის მიღწევებზე ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სმართლის უზენაესობის სფეროებში. ღარიბაშვილმა მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ხელისუფლება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ ეროვნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ოპონენტებს შეუძლიათ ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ ვერ შეძლებენ სიმართლის შეჩერებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემსახურება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრისას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს და მოქმედ ხელისუფლებას ბრალი დასდეს ქვეყნის ეკონომიკის შესუსტებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

 „ოპონენტებს შეუძლიათ გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ სიმართლის შეჩერებას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით“, — განაცხადა პრემერმა.

საქართველოს პრემიერმა საგარეჯოელებთან შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის მიღწევებზე ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში. ღარიბაშვილმა საგარეჯოს მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ხელისუფლება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ ეროვნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. 

საქართველოს პრემიერმა მედია იმაში დაადანაშაულა, რომ ის სათანადოდ არ აშუქებს მოქმედი ხელისუფლების მიღწევებს და ამის გამო ქვეყნის მოსახლეობას არასწორი მოსაზრება უყალიბდება.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო „რუსთავი 2"–ის სასამართლო პროცესს თვალყურს ადევნებს

 „ამ სამი წლის განავლობაში მედიასაშუალებებმა ერთგვარად დაამკვიდრეს აზრი, რომ თითქოს მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა. ამას აკეთებენ, რათა გადაფარონ, მიჩქმალონ ეს სიკეთეები, რომელზეც გესაუბრებით“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გუშინ საგარეჯოს მოსახლეობას მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


ყველა ახალი ამბავი
0