ზაქარეიშვილი: რუს მესაზღვრეებს საქართველოს „საზღვარი“ არ დაურღვევიათ

© courtesy of SMRCEgeorgiaპაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მესაზღვრეების მიერ აღმართული ბარიერები და ამოსაცნობი ნიშნები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით აღიარებული ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული, განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. რუსი მესაზღვრეები არ გადმოსულან ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ, განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ქართულ სოფლებთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დაყენების შედეგად, მის მიღმა მოექცა ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ნაწილი. ამასთან, ერთ–ერთი ბანერი, რომელსაც „სამხრეთ ოსეთი“ ეწერა, თბილისი–გორის ავტომაგისტრალიდან 500 მეტრში იყო აღმართული. 

„არც ერთი ბანერი არ გასცდენია ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს", — განაცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რუსი მესაზღვრეების მიერ  აღმართული ბარიერები და ამოსაცნობი ნიშნები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით აღიარებული ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული, განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი საქართველოს შავიზღვისპირა ტერმინალამდე მოდის, 1999 წელს ამუშავდა. ნავთოვსადენის სიგრძე 830 კილომეტრია. მისი ოპერატორია კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0