საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებს გმობს

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ორი მონაკვეთი (დაახლოებით 1,6 კილომეტრი) ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა. სოფელ წითელუბანთან დამონტაჟებული ბანერი ნავთობსადენის მეორე სეგმენტიდან 50 მეტრში მდებარეობს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 450 მეტრში, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ორი მონაკვეთი (დაახლოებით 1,6 კილომეტრი) ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა. სოფელ წითელუბანთან დამონტაჟებული ბანერი ნავთობსადენის მეორე სეგმენტიდან 50 მეტრში მდებარეობს. 

”ჩვენ მოვიწვევთ დიპლომატიურ კორპუსს და მათ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ, რომ მათ, თავის მხრივ, დედაქალაქებს მიაწოდონ ინფორმაცია. ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის წინაშე მწვავედ დავაყენებთ”, — განაცხადა ორშაბათს, 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ეს თემა 14-15 ივლისს საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას განხილვის მთავარი თემა იქნება.

”ჩვენ ასევე მაქსიმალურად ჩავრთავთ ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლებს უცხოეთში, რომ დედაქალაქებმა მიიღონ ზუსტი, ობიექტური ინფორმაცია”, — განაცხადა გიგიაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0