პოლიტოლოგები: რას უნდა ელოდონ მეზობლები რუსეთის ახალი სათათბიროსგან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისხდომა სახელმწიფო სათათბიროში
სხდომა სახელმწიფო სათათბიროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ საგარეოპოლიტიკურ ვექტორს გაჰყვება მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბირო? ამის შესახებ Sputnik-ი წამყვან რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა, რომელთა სპეციალიზაციაც საგარეო პოლიტიკის საკითხებია.

რუსეთში გუშინ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დასრულდა. ოფიციალური შედეგები ჯერ შეჯამებული არ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პარლამენტის პარტიული შემადგენლობა არ შეცვლილა.

ცვლილებების ნაცვლად — ნიუანსები

„სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არაფერი ახლის მოტანა არ შეუძლია — განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ანდრეი კაზანცევმა. — ერთი მარტივი მიზეზის გამო. კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის მეთვალყურეობის ქვეშაა. საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს ფედერაციის საბჭო, რადგან მას შეუძლია პრეზიდენტს საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების უფლება მისცეს“.

საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო
2016 წლის რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები - წინასწარი შედეგები

ასეთი პრეროგატივა საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფო სათათბიროს არა აქვს, ამიტომ პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მისი გავლენა რუსეთის საგარეოპოლიტიკურ კურსზე როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არცთუ დიდია.

„მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრება: სახელმწიფო სათათბიროში გასული პარტიები თითქმის იგივეა, რომლებიც იყვნენ. მაგრამ ძლიერ და სერიოზულად შეიცვალა დეპუტატების შემადგენლობა. აქ დიდი განახლებაა. და ახალი ადამიანები, რომლებიც კომიტეტებში იმუშავებენ (მათ შორის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში), რა თქმა უნდა, ახალ ნიუანსებს შეიტანენ. მაგრამ ეს სწორედ ნიუანსები იქნება და არა რაიმე პრინციპული ცვლილებები“, — განაცხადა კაზანცევმა.

ამიტომ, კაზანცევის პროგნოზით, შეიძლება ითქვას, რომ საგარეოპოლიტიკური ვექტორები პრინციპულად არ შეიცვლება.

კენჭისყრა ეკონომიკისთვის

საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინიც.

„საგარეო პოლიტიკა მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამიტომ, ვფიქრობ, სათათბიროს ფორმატი მხოლოდ ახალ წამოწყებებში პრეზიდენტის მხარდაჭერას გულისხმობს. „ედინაია როსიას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელმწიფო სათათბიროში და პრეზიდენტის ნდობა მმართველ პარტიას არა მხოლოდ სასიამოვნო ვალდებულებას აკისრებს, დომინირებული როლი ჰქონდეს პარლამენტის ქვედა პალატაში, არამედ დიდ პასუხისმგებლობასაც“, — განაცხადა მუხინმა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
წინასწარი შედეგებით რუსეთის სათათბიროს არჩევნებში "ედინაია როსია" ლიდერობს

პოლიტოლოგის აზრით, ქვედა პალატის ახალი შემადგენლობა, დიდი ალბათობით, შეასრულებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ფუნქციებს, არამედ, პირველ რიგში, შეეცდება გახდეს ხელისუფლების ორგანო, რომელიც მთავრობას, უპირველესად, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება.

„ამომრჩევლის არჩევნებზე გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს, რომ პოლიტიკური თემებით გატაცება დეპუტატობის კანდიდატებისთვის ბოროტ ხუმრობად იქცა. რუსეთის მოქალაქეებს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, პირველ რიგში, ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები აინტერესებთ. თუ ახალი სათათბირო ამ ტრენდს იგრძნობს, მაშინ მისი პოლიტიკური წონა უფრო გაიზრდება. მოკლედ, რუსებმა ეკონომიკას მისცეს ხმა“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ყველა ახალი ამბავი
0