რუსი ექსპერტი: პოლიტიკაში დაბრუნება ივანიშვილს ქარიზმასა და ფულს შემატებს

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველამ იცის, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და რომ ალი კვლავ შეიძლება ავარდეს. სააკაშვილს ერთადერთი გზით შეუძლია დაამტკიცოს, რომ ფენიქსია — ცეცხლის დანთებით. ოქტომბერი კი სწორედ რომ შესაფერისი თვეა რევოლუციისთვის.

მიხაილ შეიკმანი, პოლიტიკური მიმომხილველი.

„დიდი განდეგილი“ მას იმიტომ შეარქვეს, რომ პრაქტიკულად არ გამოდიოდა თავისი სასახლიდან. მაგრამ ერთ დღეს საშინაო ჩუსტები გაიხადა და შინაურების შეკითხვაზე: „საით?“ უპასუხა: „პოლიტიკაში შევივლი რამდენიმე თვით და უკან დავბრუნდები“. ეს იმიტომ, რომ მიხვდა, „იქ“ უიმისოდ ისევ სახიფათოდ ბობოქრობდა ქარიშხალი.

ექს-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გადაწყვიტა, უცებ-უცებ გადაარჩინოს ქვეყანა. ხელისუფლებასა და თანამდებობებზე პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, მიშისტებთან ბრძოლას ჩაუდგება სათავეში. „აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“, — ასე ამცნო მილიარდერმა ღია წერილით საზოგადოებას დიდ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველოში ღირსეული არჩევნები უნდა ჩატარდეს

თუმცა პოლიტიკა სწორედ რომ მისი დაბრუნების გამო ხდება დიდი. ისინი, ვინც მისი სახელით მართავდნენ ქვეყანას, მცირეკალიბრიანები აღმოჩნდნენ და ჯიბის პერსონაჟების რანგს ვერა და ვერ გასცდნენ. თანაც ზოგი საერთოდაც ამოვარდა ჯიბიდან. ამიტომაც ივანიშვილს ისე აღარ გამოუვა, როგორც წარსულში. მაშინ მას დაუჯერეს, რომ ოთხ წელიწადში აქ უკვე ქალაქი-ბაღნარი (город-сад) იქნებოდა, ახლა კი შიშობენ, რომ ბაღნარი არა, მაგრამ „დე სადი“ კი ისევ შეიძლება იყოს…

სააკაშვილი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა სიანცით და რაღაც არა მგონია, ჩვევებისთვის ეღალატა. ან რატომ უღალატებდა, ჩვევები ხომ სამშობლო არ არის? სხვათა შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ სწყურია რევანში და თავგანწირვით ემზადება საამისოდ.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტია შეჯიბრებაში კვლავინდებურად წინაა, მაგრამ ახლა უკვე „ნაკლები ბოროტების“ ხარისხში. განსაკუთრებულად ვერაფრით იამაყებენ, თუმცა არც მაინც და მაინც სასირცხვილოდ აქვთ საქმე. ყოველ შემთხვევაში, ომი არ მომხდარა, დაამტკიცეს რომ „ასეთები“ არ არიან… მაგრამ მაინც რაღაცნაირად არანაირები არიან.

განა შეიძლება, რომ უხერხემლობა სისხლისმსმელობის სრულფასოვანი ალტერნატივა იყოს? ასე უკვე კრიტიკულად ცოტა ადამიანი ფიქრობს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ახლა 25%-ს თუ აღწევს.

ივანიშვილის პოლიტიკაში comeback-ი აუცილებლად შემატებს მას ქარიზმასა და ფულს. „ფორბსი“ მის ქონებას 5.2 მილიარდ დოლარად აფასებს, მან კი განაცხადა, მზად ვარ ყველაფერი დავხარჯო, მაგრამ სააკაშვილის მომხრეებს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მაინც მოვუსპობო.

ამბობს, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთა და კიდევ გაიმეორებს — ბისზე. მაშინ მან „სენი“ კი არ აღმოფხვრა, უბრალოდ კუთხეში მიიმწყვდია და ისიც დროდადრო კბილების ღრჭიალით ახსენებდა თავს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ივანიშვილი ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებს

მართალია, საფრთხე დიდად არ გაზრდილა, მაგრამ ესაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი შეკავების ძალები აღარ შერჩა. ჰო და, ალბათ, „ხაზეინიც“ შეგნებულად აზვიადებს ვითარებას, ანუ თავისი დაბრუნებით საშიშროება უმაღლეს ხარისხში აჰყავს, რათა ხალხი კვლავ გამოიყვანოს ქუჩაში…

ყველამ იცის, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და რომ ალი კვლავ შეიძლება ავარდეს. სააკაშვილს ერთადერთი გზით შეუძლია დაამტკიცოს, რომ ფენიქსია — ცეცხლის დანთებით. ოქტომბერი კი სწორედ რომ შესაფერისი თვეა რევოლუციისთვის.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ალიანსზე, რომელსაც დიდად წონადი არაფერი გაუკეთებია, მაინც არის პოლიტიკური მოთხოვნილება.

საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი წლის მერე აყვავებული ქვეყანა — ეს ისევ ქართული ოცნებაა, რაზეც უარს ასე იოლად არ ამბობენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში ბრჭყალების გარეშე, ვინაიდან საუბარი სულაც არ არის პოლიტიკურ გაერთიანებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0