ექსპერტი: „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა

© Wikipedia / VOA"ისლამური სახელმწიფოს" დროშა
ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს“ მორიგი ვიდეორგოლი რუსეთისადმი მუქარით, რომელიც ქსელში გუშინ გამოჩნდა, სხვა არაფერია, თუ არა საინფორმაციო ომის ელემენტი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხში მიიჩნევს, რომ რუსეთში პირდაპირი ტერორისტული საფრთხე არ არის.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას იმიტომ აქვეყნებენ, რომ საზოგადოებაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ, განუცხადა Sputnik-ს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის ეროვნული უშიშროების კათედრის პროფესორმა ევგენი ნიკიტენკომ.

Youtube-ზე განთავსებული ვიდეორგოლის განთავსების წყარო უცნობია, ჩანაწერის სანდოობა — დაუდასტურებელი. ვიდეომიმართვის არსებობის შესახებ სააგენტო Reuters-მა დაწერა.

ცხრაწუთიანი ვიდეოჩანაწერის ბოლოს ნიღბიანი მამაკაცი რუსეთის მოქალაქეებს ემუქრება და თავის „ძმებს“ მოუწოდებს, რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადონ. ასეთი ვიდეორგოლები საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომის ელემენტია, მიიჩნევს ნიკიტენკო.

„საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომი — ექსტრემისტულ-ტერორისტული ომის ნაწილია, რომელიც სირიაში კონფლიქტის გაჩაღების დღიდან დაიწყო. ევროპაში ლტოლვილების გამოჩენამ ვითარება სერიოზულად გააღრმავა“, — განმარტა ევგენი ნიკიტენკომ.

მისი განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ალბათობა მაინც მცირეა. პირველ რიგში, ტერორისტები მთავარი მიზანი შეშინებაა და არა გაფრთხილება; მეორეც, რუსული სპეცსამსახურები მზად არიან, ოპერატიული რეაგირება მოახდინონ ტერორისტულ საფრთხეზე.

„რუსეთში შექმნილ სისტემას შესწევს უნარი, ოპერატიულად გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ირიბია, ზომების მიღეაბ აუცილებელია. იმის ალბათობა, რომ ტერაქტი მოხდება, 0,1%-ია; თუმცა მსოფლიო ომის მდგომარეობაშია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, — დაასკვნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0