22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მულტიმედია

თბილისის ზოოპარკში კავკასიური ნაგაზის მოშენება დაიწყეს

მოკლე ბმულის მიღება
23 0 0
(0:35 / 3.50Mb / просмотров видео: 22)
© Sputnik / Alexander Imedashvili

ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც თბილისში შენდება, უკვე დაწყებულია კავკასიური ნაგაზების მოშენება. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებიან დღეს ძაღლსაშენი და მისი ბინადრები.

თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ შენების პროცესშია, კავკასიური ნაგაზების ძაღლსაშენში უკვე გამოჩნდნენ ახალი ბინადრები.

„კავკასიური ნაგაზების გამრავლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან კავკასიური ნაგაზი ძაღლების ადგილობრივი ჯიშია, რომლებსაც ძალიან დიდი ფუნქცია ჰქონდათ. მაგრამ დღეს, როგორც ბევრმა სხვა შინაურმა ცხოველმა, დაკარგა ფუნქცია, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გავამრავლოთ ეს ჯიში ბუნებრივ პირობებში. ჩვენ ვამრავლებთ ძაღლებს და ლეკვებს ვჩუქნით მწყემსებს. ჯერ მხოლოდ 10 ძაღლი გვყავს და ეს დასაწყისისთვის საკმარისია, მომავალში კი ძაღლსაშენის გაფართოებას ვაპირებთ", — განუცხადა Sputnik-ს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

როგორც ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, კავკასიური ნაგაზები შესანიშნავი მცველები არიან. დღეს მათი გამრავლება როგორც ძაღლსაშენში, ისე მის გარეთ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ შეუძლიათ ბარიერად აღიმართონ მტაცებლებსა და ადამიანებს შორის და შეამცირონ ადამიანებზე და შინაურ ცხოველებზე ველური ცხოველების თავდასხმის საშიშროება.

თემაზე

აჭარიდან მანდარინი რუსეთში იგზავნება
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

მთავარი თემები