საქართველოს პირველმა ლედიმ დოკუმენტურ სპექტაკლში ითამაშა

გამოწერა

ქართველმა ქალებმა — პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და უფლებადამცველებმა პროექტში „შვიდი“ მიიღეს მონაწილეობა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სხვა ექვს ცნობილ ქალბატონთან ერთად მონაწილეობა მიიღო პროექტში „შვიდი“ — დოკუმენტური პიესა შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიას ეძღვნება, რომლებმაც ცხოვრება გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა.

სპექტაკლში მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტი ქალების — პაულა სიზმერის, ქეთრინ ფილუქსის, გეილ კრიგელის, კეროლ კ. მარტის, რუთ მარგრაფის, ანა დივიარ-სმიტისა და სიუზან იანკოვიჩის მიერ დაწერილი ისტორიები წაიკითხეს.

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
რატომ გამოვიდა პირველი ლედი ფიცარნაგზე...

საქართველოს პირველი ლედი კამბოჯის ქალთა საკითხების მინისტრის მუ სოჩუას ისტორიას, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გვატემალელი ანაბელ დე ლეონის, ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი თამარ ჩუგოშვილი ავღანელი ფარიდა აზიზის, მომღერალი ნინა სუბლატი ჩრდილოეთ ირლანდიელი ინეზ მაკკორმაკის, ფოტოგრაფი ანა გოგუაძე რუსი მარინა პისლიაკოვა-პარკერის, სცენარისტი და მწერალი ნანა ექვთიმიშვილი პაკისტანელი მუხტარ მაის და ჟურნალისტი ნესტან კვინიკაძე ნიგერიელი ხავსათ აბიოლის ისტორიას კითხულობდნენ.

თითოეული ისტორია მაყურებელს იმ ქალების შესახებ მოუთხრობს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში გენდერული ნიშნით  ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ორგანიზაცია Voices-მა (HeddaProduktion AB) დრამა „შვიდი“ მსოფლიოს 32 ქვეყანაში უკვე დადგა.  საქართველოში კი აღნიშნული პროექტი საქართველოს „ქალთა ფონდის“, შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0