ჩაჩიბაიამ საქართველოს სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების პირობა დადო

გამოწერა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად „ვაზიანის“ სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსისთვის უფლებომოსილების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საზეიმო ცერემონიის დროს შეიარაღებული ძალების დროშა ვახტანგ ჩაჩიბაიას გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

„ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია, მისი მოდერნიზება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება", — განაცხადა ცერემონიაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება კვლავ გაგრძელდება.

„ეს დღე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ერთად ვაყალიბებთ ქართული შეიარაღებული ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, მის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და მემკვიდრეობითობას“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0