კულისებში ამღერებული მაკა ჩიჩუა — პრეზიდენტის მეუღლის კიდევ ერთი უნარი

გამოწერა
საქართველოს პირველი ქალბატონი მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის შემადგენლობაში შეიყვანეს.

ამ ეტაპზე პროექტის კონკურსანტების შესარჩევი ტურები და გადაღებები მიმდინარეობს, რასაც მაყურებელი მოგვიანებით ნახავს. მაგრამ გადაღებებიდან ზოგიერთმა კადრმა უკვე „გამოჟონა“ და საზოგადოებამ ლელა წურწუმიას ჰიტზე მსახიობ რუსკა მაყაშვილთან ერთად ამღერებული მაკა ჩიჩუა იხილა.

პრეზიდენტის მეუღლის სიმღერამ და თავისუფალმა, ბუნებრივმა ურთიერთობამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოხიბლა და, შესაბამისად, თბილი კომენტარებიც არ დაიშურა: „მსოფლიოში ყველაზე მაგარი პირველი ლედი გვყავს", „ეს ქალი ძალიან საყვარელია“, „პრეზიდენტიც კარგი გვყავს და პირველი ლედი სუპერ“…

თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც უხერხულად მიიჩნიეს ესოდენ მაღალი რანგის ქალბატონის მხიარულება, და ისეთებიც, რომლებმაც „რუსთავი 2“-სადმი დამოკიდებულება მაკა ჩიჩუაზე ასახა: „მაგარი ხელოვნურები ხართ, არ გაგიტყდეთ. საერთოდ „რუსთავი 2“-ია ხელოვნური თავიდან ბოლომდე".

ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, პროექტ „ნიჭიერის“ კულისებშია გადაღებული, სადაც ქვეყნის პირველი ქალბატონი, შოუს ორგანიზატორები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ისვენებენ და ერთობიან.

ყველა ახალი ამბავი
0