საყვარელიძე: დღეს რომელიმე ერთ ძალას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა გაუჭირდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რა ელის ქვეყანას 2016 წლის 9 ოქტომბერს, ვის რა დივიდენდები მოუტანა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა? ამ და სხვა თემებზე Sputnik-ს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.

– ბატონო რამაზ, ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო მოვლენებით. დავიწყოთ გუშინდელი ამბებით — როგორ შეაფასებთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანებიდან „გირჩის“ გასვლას, რა მოტივები გამოიკვეთა და, თქვენი აზრით, რა მოჰყვება წინასაარჩევნო „ნაძვის ხიდან“ „გირჩის“ ჩამოვარდნას?

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

— ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „გირჩის“ ეს “ჩამოვარდნა” დიდად არ აისახება. აქ მთავარი სხვაა. მოგეხსენებათ, ბურჭულაძის პარტიიდან ცალკეული ადამიანების და ჯგუფების გადინება არახალია. თუ დავაკვირდებით, ყველა შემთხვევაში ერთი მხარე აპელირებდა პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებაზე, ხოლო მეორე — ზედმეტ ამბიციებს უწუნებდა ოპონენტებს. კულუარებიდან კი ჟონავდა ინფორმაცია ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ ახლა ეს სააშკარაოზეც გამოიტანეს, თუმცა სხვა სარჩულით. ბატონი ჯაფარიძის სატელევიზიო გამოსვლაში საუბარი იყო არასწორ მენეჯმენტზე, ფინანსების არარსებობაზე და მათი პარტიის მიმართ შანტაჟზეც კი. საპირისპიროდ, პაატა ბურჭულაძე უკვე საჯაროდ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს. საყურადღებოა მისი ფრაზა: “მე არ მინდა ვიყო ვინმეს სატელიტი, არ მჭირდება არც ივანიშვილის ფული და არც “ნაციონალების”. ეს სიტყვები გათვლილი იყო ამომრჩეველთა იმ კატეგორიაზე, ვისაც “ნაციონალები” გულზე არ ეხატება და „ოცნების“ პოლიტიკით იმედგაცრუებულია. არ მგონია, ამ მცდელობამ იმუშაოს. ბურჭულაძის იმიჯს ცუდი სამსახური გაუწია ცალკე — კადრების გადინებამ  და ცალკე — ცნობილმა სატელეფონო საუბარმა. რაც შეეხება „გირჩს“, მათთვის ეს არჩევნები დასრულებულია და, ალბათ, კარგა ხანს ვეღარ ვიხილავთ პოლიტიკურ ასპარეზზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: შეთქმულება თუ წინასაარჩევნო ისტერია

– ცოტა უკან დავბრუნდეთ და მეორე სკანდალურ ფაქტზეც გკითხავთ. მხედველობაში მაქვს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილთან რევოლუციური სცენარის განხილვა.

— ჯერ დასადგენია, რამდენად ავთენტურია ის, რაც მოვისმინეთ. თუ ეს საუბარი რეალურია, შემდეგ ანალიზს გავაკეთებდი. საქართველოში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები კარგად ხედავენ ძალთა არსებულ ბალანსს და ხვდებიან, რომ რეალურად არჩევნებში მათი გამარჯვება წარმოუდგენელია. ეს ოდესიდანაც ჩანს. თუ გავიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, რევოლუციური სცენარი უცხო ხილი არ არის; ასეთი განცხადებებიც გვახსოვს: „პოლიტიკური გამარჯვება მოითხოვს მსხვერპლს“… და ამ მსხვერპლზე შეგნებულად მიდიოდნენ. დაახლოებით ასეთი ვითარებაა ამჟამადაც. სააკაშვილს არეულობა და მსხვერპლი სჭირდება არა პარლამენტში და ხელისუფლებაში მოსასვლელად, არამედ დასავლეთის თვალში საკუთარი პერსონის რეაბილიტაციისა და არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა. ერთის მხრივ, არ უნდა დაუშვას არეულობა და სისხლისღვრა, მეორეს მხრივ — არ უნდა გადააჭარბოს და, ასე ვთქვათ, თავი არ უნდა შეირცხვინოს დასავლეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ევროპის მიხურულ კართან ყურყუტი.

გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, პაატა ბურჭულაძე და მამუკა კაციტაძე - Sputnik საქართველო
„გირჩი“: პარტიულ სიაში ყოფნისთვის ბურჭულაძე ფულს ითხოვდა

– თქვენი ვარაუდით, როგორი შედეგით დასრულდება 8 ოქტომბრის არჩევნები და, რაც მთავარია, რა გველის 9 ოქტომბერს?

— არჩევნებს რაც შეეხება, ორი პარტია გარანტირებულად მოხვდება პარლამენტში (ძალთა თანაფარდობა — „ოცნების“ სასარგებლოდ). დანარჩენებს ცალი ფეხი აქვთ ბარიერს გაღმა გადადგმული, აქედან შედარებით უკან არიან რესპუბლიკელები და ფორუმი, დანარჩენებს აქვთ რეალური შანსი, რომ მცირე შემადგენლობით მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ კვლავ ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

Выборы 2016 лонгрид - ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ - Sputnik საქართველო
არჩევნები 2016: სადეპუტატო სავარძლების პრეტენდენტი პარტიების ტოპ-8

თქვენი კითხვიდან უფრო მნიშვნელოვანი 9 ოქტომრის პროგნოზი მესახება. გარკვეული პროვოკაციები და აურზაურის მცდელობები აუცილებლად იქნება, თუმცა რევოლუციური სცენარი ძნელად სავარაუდოა. ეს არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აწყობთ (რეალურ პარტნიორებს ვგულისხმობ). დღევანდელი გადასახედიდან, პროცესები მეტ-ნაკლებად მშვიდად მიდის და არც ის მუხტი იგრძნობა, რომელსაც მძიმე ვითარების პროვოცირება შეუძლია. კატეგორიულად მტკიცება ძნელია, მაგრამ დღეს რომელიმე ერთ ოპოზიციურ ძალას იმ ტვირთის აწევა, რასაც სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია, გაუჭირდება, რადგან ხელისუფლების გარდა არანაკლებ ძლიერია საპირისპირო განწყობაც. დრო არც ისე ბევრი დარჩა და მალე ყველაფრის თვითმხილველები გავხდებით.

 თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0