18 წლის ქართველი მოჭადრაკე, რომელიც ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

© FB/NINO KHOMERIKIნინო ხომერიკი
ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორჯერ მოპვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. 18 წლის ნინო ხომერიკი ახლა მოსფლიო ტურნირზე წასასვლელად ემზადება. როგორია გამარჯვების ჟინი და რა სამომავლო გეგები აქვს, ამას ნინო „სპუტნიკის“ მკითხველს თავად უამბობს.

ნინი რაზმაძე 

— წელს დავამთვრე წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია.  ბიზნესის განხრით მსურს სწავლის გაგრძელება, მაგრამ ჭდრაკის გამო შეიძლება ეს წელიც გამოვტოვე, თუმცა როდესაც  დავასრულებ ჩემს საჭადრაკო კარიერას, მინდა მეორე პროფესიით გავაგრძელო ცხოვრება. 

- რამდენი ხანია რაც ჭადრაკს თამაშობ?

— ხუთი წლიდან დავიწყე ჭადრაკის თამაში და იმ დროიდან მოყოლებული მამაჩემი არის ჩემი მწვრთნელი. მყავს ორი და და სამივეს გვასწავლა ჭადრაკის თამაში, ჩემი უფროსი და რამდენჯერმე გახდა თბილისის  ჩემპიონი და საქართველოს პრიზიორი, თუმცა, მარტო მე ავირჩიე მოჭადრაკის გზა.

მამა, გიორგი ხომერიკი 14 წლამდე იყო ჩემი მთავარი მწვრთნელი, 14 წლის შემდეგ უკვე მეორე პერსონალური მწვრთნელიც მყავს — ხვიჩა სუპატაშვილი. 

© FB/NINO KHOMERIKIნინო ხომერიკი
ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
ნინო ხომერიკი

- პირველი წარმატება…

— 9 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი. როდესაც 14 წლის გავხდი, მსოფლიო ჩემიონატზე მოვიპვე მეორე ადგილი, ეს იყო ჩემი პირველი მედალი მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს ჩემიონი გავხდი ცხრაჯერ, თუმცა წელს უკვე გამოვტოვე,  რადგან ბევრჯერ მქონდა მოგებული. 

რაღაც პერიოდი ვფიქრობდი ჭადრაკისთვის საერთოდ დამენებებინა თავი, ვფიქრობდი რომ ძალიან გადავიღალე. იმ წელს წავედი ევროპის ჩემიონატზე და მეორე ადგილზე გავედი, მგონი რომ ამ გამრჯვებამ მომაბრუნა.

- როგორ ემზადებოდი ევროპის ჩემპიონატისთვის?

— წინა წლის ჩემპიონიც ვარ, შარშან გავხდი გამარჯვებული, აქედან გამომდინარე, უფრო რთულია მომზადება. შენგან ყველა მხოლოდ ოქროს მედალს ელოდება. მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდი ორი მთავარი ტურნირისთვის — მსოფლიოს და ევროპის. ვემზადებოდი როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. მეხუთე-მეექვსე საათზე ისე ვიღლებით, რომ გონება გვეთიშება, ამიტომ ფიზიკურადაც ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ. ჩემპიონატზე დაღლილი არ იყო, „უნდა გშიოდეს“  - ესე ვეძახით ჩვენ. არ შეიძლება აქ მეცადინეობაში ჩავდო ყველაფერი და იქ ისე წავიდე. ვცდილობ, არ დავიღალო, ტურნირამდე ერთი-ორი დღე ჭადრაკს საერთოდ ვეშვები, იმიტომ რომ „მომშივდეს“, თამაში ძალიან მომინდეს.

© FB/NINO KHOMERIKI ნინო ხომერიკი
 ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
ნინო ხომერიკი
 

- გამარჯვების იმედი გქონდა?

— ყოველთვის როცა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მივდიოდი, სამეული ჩემთვის კარგი შედეგი იყო, მაგრამ შარშან როცა ჩემპიონი გავხდი, სამეულმა ჩემთვის დაკარგა აზრი, რადგან მესამე ან მეორე ადგილი უკვე აღარ მიხარია. პირველი ადგილი აბსოლუტურად სხვა განცდა და ემოციაა. მოსაგებად წავედი. ყველა მამხნევედა და მგულშემატკივრობდა, ფანებიც საკმაოდ  გამომიჩნდნენ, უცნობი ადამიანები მწერდნენ და გამარჯვებას მისურვებდნენ, ამიტომ, წავედი იმ მოტივაციით, რომ უნდა მომეგო. მთელი ტურნირი ვლიდერობდი, ქულით ყოველთვის ვუსწრებდი დანარჩენებს დაფინიშამდეც ასე მივედი. 

- დღის განმავლობაში რამდენ საათს უთმობ ჭადრაკს?

— მაქვს პერიოდები, როცა ვარ დატვირთული მეცადინეობით ან ხდება ისეც, როცა უფრო ნაკლებ დროს ვუთმობ ჭადრაკს. თუ ვარ დასვენებული და ვემზადები ტურნირისთვის, შეიძლება ხუთი-ექვსი საათიც ვიმეცადინო, თუმცა მაქვს კვირაში ერთი დღე, როდესაც ორი-სამი საათი ვმეცადინეობ და დანარჩენ დროს ვისვენებ. თუ ტურნირიდან ჩამოვედი,  მაგალითად, ისე როგორც ახლა, თან ვისვენებ და დღეში მხოლოდ ოთხ საათს ვვარჯიშობ. ასეთი რეჟიმი ჩემგან დიდ ენერგიას არ მოითხოვს. 

- წლევანდელ ჩემიონატზე რა სირთლეებს გადააწყდი…

— ოთხიდან ერთპიროვნულად ვლიდერობდი, მაგრამ მეხუთე პარტიაში თეთრი ფიგურებით თამაშისას ცუდი შედეგი მივიღე, არადა როდესაც ამ ფიგურებით თამაშობ უკეთესი შედეგი უნდა მიიღო. ხუთსაათნახევარი ვწვალობდი, რომ ანგარიში  გამეთანაბრებინა, ეს დიდ სტრესი იყო. თუმცა შევძელი პარტიის ფრედ დამესრულებინა. მთავარი ტური მეშვიდე იყო, რომელშიც რეიტინგით პირველ ნომერს,  უკრაინელს ვხვდებოდი, ის ითვლებოდა უძლიერესად. თეთრი ფიგურებით კარგი და ლამაზი პარტია მოვუგე. წელს ექვსი მოგება და სამი ფრე მქონდა. წინა წელს შვიდი მოვიგე და ორი ფრედ დავასრულე, იქ შედეგი უკეთესი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წელს თამაში უფრო რთული იყო. 

© FB/NINO KHOMERIKIნინო ხომერიკი
ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
ნინო ხომერიკი

- როგორია ჩემპიონობა?

— საოცარი შეგრძნებაა. უამრავი ადამიანი მილოცავდა და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და გამარჯვების ჟინი მიორმაგდება. მსოფლიო ტურნირზე, რომელიც 22 სექტემბერსაა დაგეგმილი, რეიტინგით პირველი ვიქნები. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, რადგან ჩემგან უკვე ყველა ოქროს მედალს მოელის.

- ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტი, რომელიც მიგიღიათ?

— ბევრმა დიდოსტატმა მომილოცა, თუმცა ერთ-ერთ ჟურნალში ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობდა, რომ ნინო ხომერიკი არის ძალიან ნიჭიერი მოჭდრაკე და მე ველოდები მისგან დიდ შედეგებსო.  ეს, რა თქმა უნდა, ძალზე დიდი სტიმულია.

- ამბობენ, ჭადრაკი ძალიან ჰგავს ცხოვრებასო..

— კი, ჭადრაკი  და ცხოვრება საკმაოდ გვანან ერთმანეთს. თუ ჭადრაკი არ იცი, ამას მარტივად ვერ გაიგებ. ჭადრაკში გვაქვს სხვადასხვა არჩევანი, ვისახავთ მიზანს, ვფიქრობთ გაგრძელებაზე, ცხოვრებაშიც ესეა. რამდენიმე გზა ჩანს და შენ უნდა აირჩიო საუკეთესო, ჩვენც ვეძებთ საუკეთესო გზას ცხოვრებაში

- ჭადრაკის გარდა, კიდევ რით ხარ დაკვებული?

— მაქვს რამდენიმე ჰობი. მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი მიყვარს ძალიან, ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. ბოლო ერთი წელი ტირის სროლით დავინტერესდი, მომავლაში მინდა უფრო სერიოზულად მოვეკიდო, ნადირობაზეც ვფიქრობ… ვანხოთ, დრო თუ მექნება და რამდენად ნიჭიერი აღმოვჩენდები ამ საქმეში.  

© FB/NINO KHOMERIKI ნინო ხომერიკი
 ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
ნინო ხომერიკი

- რთული არ არის როცა შენგან ყველა გამარჯვებას ელის…

— რთულია, მაგრამ როდესაც გეუბნებიან  - „მიდი, ნინო, შენ უნდა გახდე ჩემპიონი“ —  ეს დიდი სტიმულიც არის. როცა ბოლო ტურს ვთამაშობ, უმეტესად მახსენდება, რომ ქართველები მიყურებენ და მინდა რომ უკეთ ვითამაშო და დავამტკიცო რომ ვარ ძლიერ და საქართველო არის  ერთი-ერთი წამყვანი ქვეყანა ჭადრაკში.

- სამომავლო გეგმები…

— მთელ ჩემ მომავალს განსაზღვრავს ჭადრაკი. ასე ვთქვათ, ჯერჯერობით,  ყველაფერი გადავდე გვერდზე. ჩემთვის მთავარი ახლა ჭადრაკში წარმატების მიღწევაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელ დღეს ჭადრაკთნ ვატარებ, ყველაფერი ხდება ზომიერების ფარგლებში. ამჯერად  მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები.

 



ყველა ახალი ამბავი
0