როგორ დავაბრუნოთ ქართველი ემიგრანტები სამშობლოში — კონკრეტული გეგმა

© FL/ New Women New Yorkersქართველი ემიგრანტები
ქართველი ემიგრანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომისტი, ქართული სათვისტომოების საქმიანობის მკვლევარი, ზვიად იმედაშვილი ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების გზებსა და საშუალებებზე დიდი ხანია ფიქრობს. მის მიერ შემუშავებული გეგმა საქართველოს დიასპორების სამინისტროს მიერაა მოწონებული. ამას გარდა იგი გარკვეული საკითხების მოგვარებაში სამშობლოში დაბრუნებულ ფერეიდნელებსაც ეხმარება.

— ბატონო ზვიად, რამდენადაც ვიცი, თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი თემა ქართული ემიგრაციაა.

— როდესაც ამ საკითხის შესწავლა დავიწყე, იმ დროისთვის ქართულ სათვისტომოებსა და ემიგრანტებზე არავითარი ლიტერატურა არ არსებობდა. ამიტომ ქართულ დიასპორებსა და შეძლებულ, წარმატებულ ქართველებზე ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ფაქტებსა და ინფორმაციებს მათზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთიდან, ტელევიზიასა და რადიოდან ვაგროვებდი და დღეისთვის უკვე საკმარისი ბაზა შევქმენი. დღეს ქართველ ემიგრანტ ბიზნესმენებსა და სათვისტომოების მეთაურებთან ვმეგობრობ და მათთან ურთიერთობა მუდმივად მაქვს.

თამარ მეტრეველი - Sputnik საქართველო
მადრიდის ქართული სკოლა, ანუ როგორ მკვიდრდებიან ქართველები ესპანეთში

კონსულტაციებს ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელებსა და აქტიურ წევრებთან გავდიოდი. ასე დავუმეგობრდი თურქეთის 350 000 კაციანი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს, არჩილ ზოიძეს, რომელიც უკეთილშობილესი პიროვნება და ნამდვილი  ვაჟკაცია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ასეთი ქართველი ცხოვრებაში სულ რამდენიმე მყავს ნანახი და ისინი საქართველოს დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება. არჩილი თურქეთიდან საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას აპირებს. მისი ჩამოყვანილები არიან საქართველოში ის თურქეთელი ქართველები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ. ამ ქართველთა ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩა. იმედია, ისიც თავად მალე დაბრუნდება საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანი ელოდება.

— ვიცი, რომ ქართველ ფერეიდნელებთან გაქვთ კავშირი და მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარებით.

— ქართველი ფერეიდნელები და მათი პრობლემები ჩემთვის ძალიან ახლობელი და მტკივნეული თემაა. თავს მოვალედ მივიჩნევ, საქართველოს საზღვარზე გადმოსულ ფერეიდნელებთან დაკავშირებული გაუგებრობა შეძლებისდაგვარად მოვაგვარო.

ერთ ფაქტს მოგახსენებთ: ფერეიდნელი მეგობრის სამი თვის შვილს თეირანის აეროპორტში საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს და ირანის მოქალაქეობა მიაღებინეს. საქართველოში დაბრუნებისას მას საზღვარზე დაუფიქსირდა, რომ ბავშვს ირანის მოქალაქეობა ჰქონდა და საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუუქმდა. მე დავეხმარე მათ, რომ ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინათ. 

© FB / Zviad Imedashviliზვიად იმედაშვილი: ჩემს პიროვნულ და მოქალაქეობრივ მოვალეობად სამშობლოში დაბრუნებული ფერეიდნელების თანადგომასა და დახმარებას მივიჩნევ
ზვიად იმედაშვილი: ჩემს პიროვნულ და მოქალაქეობრივ მოვალეობად სამშობლოში დაბრუნებული ფერეიდნელების თანადგომასა და დახმარებას მივიჩნევ  - Sputnik საქართველო
ზვიად იმედაშვილი: ჩემს პიროვნულ და მოქალაქეობრივ მოვალეობად სამშობლოში დაბრუნებული ფერეიდნელების თანადგომასა და დახმარებას მივიჩნევ

ჩემს ოჯახში საქართველოს მოსანახულებლად დაბრუნებულ, ფერეიდანიდან ჩამოსულ მეგობრებს ყოველთვის სიხარულით ვმასპინძლობ. ამჟამად სამშობლოში დაბრუნებულ ფერეიდნელთა ნახევარს საკუთარი  სახლი არ აქვს და ისინი ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ. მე ვთხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ გამოიძებნოს საშუალება, სამშობლოში დაბრუნებული ფერეიდნელები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ და ისინი სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლონ.

მადლობა მინდა გადავუხადო ბერძენ ბიზნესმენს, გიორგი კირიაკიდისს, რომელიც ათენში მცხოვრები ქართველების მფარველი გახლავთ. მან ბევრი ქართველის ბედი სასიკეთოდ გადაწყვიტა და საბერძნეთში მცხოვრებ ბევრ ქართველს  სამსახურის პოვნაში დაეხმარა. 

— ბატონო ზვიად, თქვენ შეადგინეთ ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების გეგმა, რომელიც დიასპორების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მუხრან გულაღაშვილს გადაეცით. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გეგმა?

ფონდის მიერ თბილისის ქუჩაში  ჩატარებული აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო ფონდი ,,თამარიანი“- ემიგრანტები საქართველოსთვის

— მართალია, ეს გეგმა საქართველოს დიასპორების სამინისტროს მიერაა მოწონებული. ამ საკითხს მთელი შეგნებული ცხოვრება ვსწავლობდი და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებული ქართული სათვისტომოს ისტორია ვიცი.  გეგმა მაქვს, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ქართველი ემიგრანტები საქართველოში: პირველ რიგში უნდა დაბრუნდნენ შეძლებული ქართველები.
•    აღინუსხოს მსოფლიოს ყველა ქართული სათვისტომო, დამყარდეს მათთან კავშირი და გაიმართოს კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ რა პირობებით დაბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში.
•    უნდა გაიმართოს პრეს-კონფერენცია პირდაპირ სატელევიზიო ეთერში და ემიგრანტებს მოვუწოდოთ სამშობლოში დაბრუნებისკენ.
•    აქტიურად ვითანამშრომლოთ საზღვარგარეთ გამოცემული ქართული დიასპორების ჟურნალ-გაზეთებთან და მათი რესურსიც გამოვიყენოთ.
•    შეიქმნას უცხოეთის ქართული დიასპორებისთვის ამ პროფილით მომუშავე ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები, რადიო არხები და ა. შ.
•    დავაბრუნოთ ირანში 4 საუკუნის წინ გადასახლებული ქართველები, აგრეთვე 1944 წელს, სამხრეთ საქართველოდან გასახლებული ის ქართველები, რომლებიც ქართული ორიენტაციის არიან.
•    საპატრიარქოს დახმარებით ქართველი ბავშვებისთვის გაიხსნას საზაფხულო ბანაკები.
•    საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სექტორზე სასწავლებლად უნდა ჩამოვიყვანოთ იმ ქართველ ოჯახების შვილები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება.
•    საქართველოს საპატრიარქოსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდეს ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება.

— რა არის თქვენი საქმიანობის საერთო, ამოსავალი პრინციპი?

— ჩემი საქმიანობის ამოსავალი პრინციპი და შეიძლება ითქვას, ცხოვრების არსი ყოველთვის იყო ღმერთი და სამშობლო.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი წვლილი შევიტანო. თუმცა, როგორ გამომდის, ეს სხვა თემაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი მაინც არ ვარ. მიმაჩნია, რომ ვერ ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, მთავარია, სურვილი და მონდომება. ჩემს პიროვნულ და მოქალაქეობრივ მოვალეობად პირველ რიგში სამშობლოში დაბრუნებული ფერეიდნელების თანადგომასა და დახმარებას მივიჩნევ.

ყველა ახალი ამბავი
0