როგორ ირჩევენ საქართველოში ხელისუფლებას

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორია პოლიტიკური კულტურის დონე საქართველოში და რას აქცევს ყველაზე მეტად ყურადღებას ელექტორატი არჩევანის გაკეთებისას? Sputnik-თან ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს.

— პოლიტიკური კულტურა საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. პოლიტიკოსებმა არა თუ პროფესიული პოლიტიკის ენა, არამედ ხალხს როგორ ელაპარაკონ, ისიც არ იციან. საქართველოში არ ხდება არც პოლიტიკოსების პროფესიული კრიტერიუმით გადარჩევა. რატომღაც მიღებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უცებ ახტეს და პარლამენტში ჩახტეს. ამით არის გამოწვეული საკანონმდებლო ორგანოში, მაგალითად, ფეხბურთელების და მუსიკოსების სიჭარბე. ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაზე არასდროს უფიქრიათ, მიაჩნიათ, რომ ეს იმდენად ადვილი საქმეა, რომ შეუძლიათ მას ხელი მოჰკიდონ. რა თქმა უნდა, ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს. 

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
პოლიტიკაში სპორტული ინტერესით

– პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე რას იტყვით? 

— საქართველოში პარტიებს პროგრამებით არავინ აფასებს, შესაბამისად, პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს როგორც პარტიებში, ასევე თვითონ ამომრჩეველშიც. პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, ფორმალურად ცდილობენ, რომ პროგრამები ჰქონდეთ, მაგრამ ძირითადად ეს არის ერთი და იგივე იდეები და შეთავაზებები და ეს მარტო იმით არ არის განპირობებული, რომ მათ არ შეუძლიათ ამ საკითხს პროფესიულად მიუდგნენ, უბრალოდ, არც ამომრჩეველშია დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ პროგრამებზე და ტელევიზორში გაგონილი ერთი–ორი შეთავაზება, სამწუხაროდ, საკმარისი ხდება არჩევანის გასაკეთებლად.

საარჩევნო სიები - Sputnik საქართველო
KAR.GE ამომრჩევლებს პარტიების ეკონომიკური პროგრამებით დაინტერესებას ურჩევს

– და სხვა ქვეყნებში რა არის პრიორიტეტული ამომრჩევლისთვის? 

— ყველა ქვეყანაში არჩევანს სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ეს გახლავთ პროფესიონალიზმი, ცნობადობა და პოპულიზმი, ამ სამი ფაქტორიდან საქართველოში პრიორიტეტი პოპულიზმს აქვს, 20% ცნობადობაზე და მედიაკონტაქტებზე მოდის, ხოლო 10% — პროფესიონალიზმზე. რა თქმა უნდა, პოპულიზმს დასავლეთშიც აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მისი წილი იქ 10-15%-ს არ აღემატება. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

– პარტიების პოლიტიკურ პიარზე რა აზრის ხართ? 

— პოლიტიკურ პიარს რაც შეეხება, საქართველოში პროფესიონალურ დონეზე არაფერი კეთდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უცხოელ კონსულტანტებს ქირაობენ, ბევრს იქიდან არაფერს იგებენ. უცხოეთში არსებობს გარკვეული ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება, მაგრამ ბაზარს ყოველთვის სჭირდება გარკვეული ადაპტირება. იმისთვის, რომ კონსალტინგურმა კომპანიებმა ეს ადაპტირება მოახერხონ, ამას დრო სჭირდება. როგორც წესი, საქართველოში ყველაფერი ხდება სპონტანურად. კეთდება გარკვეული პროფილი, ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის ეფექტური, მაგრამ არც იმდენი ღირს, რამდენის გადახდაც ხდება.

– ამ არჩევნებისგან რას ელოდებით? 

— ამომრჩეველი ზედმეტად დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან და ეს არის მთავარი პრობლემა. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ ჩამოყალიბდება, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ის ჩამოყალიბდა რაღაც არჩევანზე, შეიძლება მეტ-ნაკლებად სტაბილურად გავიაროთ ეს პერიოდი. თუმცა პოლიტიკურ არენაზე ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მთლიანად შეისრუტოს, დღეს არ ჩანს.

ყველა ახალი ამბავი
0