საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია

გამოწერა

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ორივე ეგზიტპოლის მონაცემებით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა აქვს რამდენად ასწრებს იგი მთავარ კონკურენტს —  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ოთხი ტელეკომპანიის — „იმედის“, „მაესტროს“, GDS-ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია TNS-ის ეგზიტპოლის თანახმად, დიდი უპირატესობით იგებს — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ – 53,8%-ით. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 19, 5%.

მეორე ეგზიტპოლი საერთაშორისო  კომპანია GfK-ს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა და იქ სხვაობა მმართველ პარტიასა და მის კონკურენტებს შორის გაცილებით ნაკლებია. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ – 39,9%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32,7%. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0