გორის მცხოვრებს ტროტილი და ავტომატები აღმოუჩინეს

გამოწერა
დაკავებულს არსენალის შენახვისთვის 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში 32 წლის გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
ახმეტის მცხოვრებს ტროტილი, საბრძოლო მასალები და ნარკოტიკები აღმოუჩინეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 453 გრამი ტროტილი, სამი ავტომატი, 2 ცეცხლგამტარი ზონარი, 1 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 4799 საბრძოლო ვაზნა და ლითონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება“, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0