სამართალდამცველებმა 5,1 კგ-მდე ოქროს ზოდები ამოიღეს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsinოქრო
ოქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5,1 კგ ოქროს ზოდების საქართველოში შემოტანას ცდილობდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ოქროს ზოდები TOYOTA PRADO-ს მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში კონტრაბანდული გზით უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს – „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0