ჭიათურის მაღაროში მემანქანე დაიღუპა

გამოწერა
მამაკაცმა, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა მოხდა მაღაროში, დაზუსტებული არ არის. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, მაღაროელმა, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა.

„შრომის უსაფრთხოების სამსახურის შიდა მოკვლევით გამოიკვეთა შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა. ეს იყო უსაფრთხოების ნორმების პირადი იგნორირება. ეს იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური სამუშაო, რომელსაც რამდენიმე წელი ასრულებდა“, — განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაქარია ზალიკაშვილმა.

დაღუპულის დაკრძალვის ხარჯებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის მუხლით „ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0