კობი-გუდაურის გზა: სპეციალისტები ზვავსაშიშროების რისკებს სწავლობენ

გამოწერა
ორშაბათს, კობი-გუდაურის გზაზე შეამოწმებენ ზვასაშიშროების რისკებს და მისი შედეგებით მიიღებენ გადაწყვეტილებას ავტოსატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესახებ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სპეციალისტები სწავლობენ სიტუაციას საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს შეტყობინებაში.

ინტენსიური თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: გზა გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, 5 დეკემბერს, გამთენიისას ადგილზე შეაფასებს ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა ადგილზე რეკომენდაცია საავტომობილო გზაზე მოძრაობის რეჟიმის აღდგენის შესახებ”, — აღნიშნულია შეტყობინებაში. 

დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გზის ამ მონაკვეთზე 4-5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსთა პროგნოზით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი 6 დეკემბერს. 


ყველა ახალი ამბავი
0