22:05 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დაკავება

საქართველოში ირანის მოქალაქე დააკავეს

© Flickr/ houstondwiPhotos mp
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოუჩინეს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ირანის მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი და  დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 115 აბი და 7 აბის ნატეხი მეტადონი ამოიღეს, — იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

ბრალდებულს 1963 წელს დაბადებულ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს ზ.ყ-ს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი თემები