22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სასწარფო დახმარება

ტაქსისტმა თბილისში ახალგაზრდა ქალი „ზებრაზე“ გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

პოლიცია ტაქსის მძღოლის დაკითხვას შეუდგა, რომელმაც ე. წ. ზებრაზე ახალგაზრდა ქალი გაიტანა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ტაქსისტმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 21 წლის ქალი გადასასვლელზე, ე. წ. ზებრაზე გაიტანა. დაშავებული, მრავალრიცხოვანი მოტეხილობებით, საავადმყოფოში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ტაქსისტის დაკითხვა პოლიციაში უკვე დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოში ბოლო დროს უფრო ხშირად საუბრობენ გზებზე მოძრაობის მონაწილეთა კულტურის ამაღლების აუცილებლობაზე. 2015 წელს შსს-მ აამოქმედა საინფორმაციო კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. საინიციატივო ჯგუფები პერიოდულად სხვადასხვა აქციებს მართავენ.

გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს შს მინისტრმა პარლამენტს შესთავაზა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას მოიაზრებს. კანონპროექტი ითვალისწინებდა ჯარიმების გაზრდას ავტო-საგზაო შემთხვევების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს, ფარული პატრულირების შემოღებას, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოტანის აკრძალვას. ამ ბოლო პუნქტმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია და შესწორებების განხილვა გადადეს.

მთავარი თემები