საქართველოში ქალმა მოვალე მოკლა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი 2500 ლარი გახდა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სენაკში შუახნის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სენაკში მცხოვრებმა ქალმა თავისი ნაცნობი მოკლა, რომელსაც მისი ვალი — 2500 ლარი ემართა. მსხვერპლს შვიდჯერ ესროლეს.

„ბრალდებული ცხელ კავალზე დავაკავეთ, გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს“, — განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა.

ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0