01:51 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ესპანეთის პოლიცია

შსს ესპანეთში ქართველების დაკავების დეტალებზე საუბრობს

© FB/ Национальная полиция Грузии
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაახლოებით 50 ქართველი დააპატიმრეს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ესპანეთში დანაშულებრივი დაჯგუფების 50-მდე ქართველი წევრი დააპატიმრეს, განაცხადა შსს-ს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ.

50 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაცია ესპანურმა მასმედიამ გაავრცელა. საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ ესპანეთში 100-ზე მეტი ბინის გაქურდვა, თანხის გამოძალვა და დოკუმენტების გაყალბება. დაკავების სპეცოპერაცია ერთობლივად ჩატარდა მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ბარაკალდოში.

„ინფორმაციის გაცვლისა და მუდმივი შეხვედრების შედეგად, ჩვენ (საქართველოსა და ესპანეთის შს სამინისტროები — რედ.) ერთობლივად არაერთი დანაშაული გამოგვიძიებია. ბოლო მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც ესპანეთში ჩატარდა, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია“, — განაცხადა თეა პერტაიამ. 

საქართველომ ბოლო პერიოდში საქართველომ პოლიციის ატაშეები მსოფლიოს 13 ქვეყანაში გააგზავნა, რათა ისინი შესაბამის ორგანოებს დამნაშავეთა მხილებაში დაეხმარონ, დასძინა პერტაიამ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ესპანურ მასმედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ადამიანის დაკავება მოხდება.

სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერის, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სპარტაკ ჯაფარიძის დაკავებაზე ორდერი გაიცა, რომელიც, სავარაუდოდ, იტალიაში იმყოფება და საქართველოს მოქალაქეა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, 45 წლის სპარტაკ ჯაფარიძეს საქართველოში 2007 წელს  ჩადენილი მკვლელობისთვის  18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.   ის უკრაინაში დააპატიმრეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს. 2014 წლის იანვარში კი ის ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ქვეყანა დატოვა.

 

მთავარი თემები