01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სიგარეტი

საქართველოში უაქციზო სიგარეტის შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© Sputnik/ Руслан Кривобок
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

სომხური წარმოების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ.

თბილისი, 30 ნოემბერი– Sputnik. აქციზური მარკის გარეშე დიდი რაოდენობით თამბაქოს ჯგუფურად რეალიზაციის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ბრალდებულებს ქალაქ თბილისში უკანონოდ შემოქონდათ სომხური წარმოების უაქციზო თამბაქო Master და მის რეალიზაციას ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. ბრალდებულების ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით უაქციზო თამბაქო ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით – „ყალბი აქციზური მარკების დამზადება, შეძენა, გასაღება ან/და გამოყენება“, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მთავარი თემები