სპეცოპერაცია ესპანეთში: დაკავებულია ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 50 წევრი დააკავეს, რომლებსაც 100-ზე მეტი ბინის ქურდობა ედებათ ბრალად.

თბილისი, 30 ნოემბერი— Sputnik. ესპანეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 50 წევრი დააკავა, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Typically Spanish.

დაპატიმრებები ჩატარდა რამდენიმე ქალაქში – მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ბარაკალდო. საქართველოს მოქალაქეებს 100-ზე მეტი ბინის ქურდობა ედებათ ბრალად.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
დაკავებული არიან დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ბინებს ითვისებდნენ

სპეცოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერის, „კანონიერი ქურდის“ სპარტაკ ჯ.-ს დაპატიმრების ორდერი გაიცა, რომელიც, სავარაუდოდ, იტალიაში იმყოფება. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 45 წლის სპარტაკ ჯ.-ს 2007 წელს საქართველოში მკველობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის უკრაინაში დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს. 2014 წლის იანვარში ის საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და ქვეყანა დატოვა.

რაც შეეხება ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების ოპერაციას, მასში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

ყველა ახალი ამბავი
0