01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ცეცხლსასროლი იარაღი

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისათვის ორი პირი დააკავეს

© Sputnik/ Руслан Кривобок
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულს აღმოუჩინა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა.

თბილისი, 30  ნოემბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი, 1961 წელს დაბადებული ვ.ტ. და 1986 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ერთ-ერთ დაკავებულს ი.გ-ს სამართალდამცველებმა ავტომანქანის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ი.გ.-ს ვ.ტ.-მ გადასცა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

მთავარი თემები