დიპლომებისა და ატესტატების გაყალბების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო უნივერსიტეტ „იბერიას“ დირექტორი თანამზრახველებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დიპლომებისა და ატესტატების დამზადებისა და რეალიზების ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

დაკავებული არიან: გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე – ფატიმა ჭ. და ზურაბ გ.

სუს-ში ამტკიცებენ, რომ უნივერსიტეტ „იბერიას“ დირექტორმა და კიდევ ერთმა მოქალაქემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტების დიპლომები დაამზადეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ამის შემდეგ მათ ყალბი დიპლომები გარდაბნის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და მის თანამზრახველს გადასცეს. ამისთვის მათ გარკვეული საფასური მიიღეს.

გარდაბნის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თანამზრახველთან ერთად, თავის მხრივ, ორი ყალბი დიპლომი 3 500 აშშ დოლარად გაყიდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ისინი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობა დგინდება.

გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0