01:49 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ირაკლი შოთაძე

საქართველოს პროკურატურა სექსუალური სკანდალის საქმეზე უცხოეთიდან პასუხს ელოდება

© Главная прокуратура Грузии/FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

საქართველოს პროკურატურა იმ პირებს ეძებს, რომლებმაც სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს, სადაც მოქმედი და ყოფილი ქართველი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა ნებართვას ელოდება, რათა რამოდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში ამ წლის მარტში გაჩნდა. 11 მარტს Youtube-ში ატვირთულ ინტიმური შინაარსის პირველ ვიდეოში მკაფიოდ ჩანდა მონაწილე პოლიტიკოსები. მეორე შემთხვევაში, 14 მარტს, სახეები დაფარული იყო, სახელები ნახსენები არ იყო. ამ ვიდეოკადრების შემქმნელები პროკურატურამ დააკავა, თუმცა გამავრცელებლები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

„20-ზე მეტი შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი არა ერთ ქვეყანაში და თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლებამოსილება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ვიდეოკადრები ატვირთულია არა საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ შუამდგომლობების პასუხებს",- განაცხადა შოთაძემ.

ადრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან აიტვირთა.

მთავარი თემები