თბილისში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს

გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებით სისტემატურად იყვნენ დაკავებული. მათ 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 20 ოქტომბერი– Sputnik. ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი ადამიანია დაკავებული, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახური ვებგვერდზე.

„სამართალდამცველებმა ს.ჰ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 0,568249 გრ ჰეროინი ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყიდული 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი”, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებით სისტემატურად იყვნენ დაკავებული.

გარდა ამისა, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ოთხივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. 

 გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0