16:14 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მონაცემთა დამუშავება

თაღლითებმა ბანკების კლიენტები გაქურდეს

politkuhnya
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

საქართველოს მოქალაქეები თაღლითების გამო დაზარალდნენ, რომლებიც მათი საბანკო ანგარიშებიდან ფულს იპარავდნენ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტებს აფორმებდნენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვა და მათ სახელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტების გაფორმება.

თაღლითებმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემები გაიგეს. ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.

ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო 19 სიმ-ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი, ასევე, მას თან ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი სიმ-ბარათებით.

მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ერთი მობილური ტელეფონი და ორი სიმ-ბარათი.

შსს არ გამორიცხავს, რომ ამ დანაშაულთან სხვა პირებიც იყვნენ დაკავშირებული და ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მთავარი თემები