16:12 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ფულადი კუპიურები

საქართველოში თურქეთიდან ყალბი ფული შემოიტანეს

© Sputnik/ Mikhail Kutuzov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

დამნაშავეები უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს დააკავეს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს. 

„დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს“, — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ეს საქართველოში ყალბ ფულთან დაკავშირებული პირველი შემთხვევა არ არის. მაგალითად, სექტემბრის ბოლოს უსაფრთხოების სამსახურმა 39 ათასი ლარის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა; აგვისტოში დააკავეს პირი, რომელიც კუსტარულად ამზადებდა ერთლარიან მონეტებს ფერადი ლითონისა და სპეციალური დაზგის მეშვეობით, ხოლო ივნისში ყალბი 5, 10 და 20 ლარიანების კიდევ ორი დამამზადებელი დააპატიმრეს. 

მთავარი თემები