16:12 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პოლიცია

კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მთავარი თემები