16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მილიცია

თვითმკვლელი აფხაზეთში კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე გეგმავდა თავდასხმას

© Sputnik/ Николай Хижняк
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

უცნობი პირი სოხუმში კონკრეტული მიზნით ჩავიდა - განეხორციელებინა თავდასხმა კონკრეტულ პოლიტიკოსზე.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე აიფეთქა თავი, ამზადებდა თავდასხმას პოლიტიკურ მოღვაწეზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“  დეფაქტო ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანზე მუჰამედ კილბაზე დაყრდნობით. 

ორშაბათს, 8:05 საათზე, უცნობმა პირმა აფხაზეთის ტელევიზიის კომპლექსში თავი აიფეთქა. დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ ამ კაცს ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით. 

აფეთქების ფაქტზე ადგილობრივმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით — „ტერორიზმის აქტი“ და ასაფეთქებელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგოდ შენახვა, გადაადგილება და ტარება.

„იგი ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ განეხორციელებინა თავდასხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე“, — განაცხადა კილბამ. მისი თქმით დაღუპულის ვინაობა დადგენილია და ცნობილია, რომ იგი ადრე ნასამართლევია. აფხაზეთში იგი 2 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. 

კილბას ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია ყველა ძალოვანი უწყება. კერძოდ დგინდება დაღუპულის კავშირები რუსეთში, რაშიც რუსი სამართალდამცველებიც არიან ჩართულნი. 


მთავარი თემები